ტუპუნგატოს მყინვარი



ყინული
 ფუნქციონირებს როგორც დედამიწის და მისი ოკეანეების დამცავ საფარად. იგი ინარჩუნებს პლანეტის სიგრილეს. მყინვარები, ყინულის მთავარი რესურსები, მეცნიერებს აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებთუ როგორ შეიცვალა კლიმატი დროთა განმავლობაში.

          

                 

კლიმატის ცვლილებასთან ერთად, მყინვარების დნობის სისწრაფემაც მოიმატა. მათ ეკოსისტემას საშინელი საფრთხე შეექმნა. ამ ფენომენის საფუძველია ადამიანის საქმიანობაკერძოდინდუსტრიული რევოლუციის შემდეგნახშირორჟანგმა და სხვა სათბურის გაზების გამოყოფამ გაზარდა ტემპერატურაიმისათვის, რომ კარგად გავაცნობიეროთ სიტუაცია, საჭიროა მოვიყვანოთ მაგალითი.

  


ტუპუნგატო ამერიკის ერთ-ერთი უმაღლესი მთაა. ის მდებარეობს არგენტინა-ჩილეს საზღვარზეჩილეს მთავარი საერთაშორისო მაგისტრალის მახლობლადსანტიაგოდან აღმოსავლეთით დაახლოებით 80 კმდა არგენტინის პროვინცია მენდოზას შორისაკონკაგუადან სამხრეთით დაახლოებით 100 კმ დაშორებით. იგი ასევე სამხრეთ და დასავლეთ ნახევარსფეროების უმაღლესი მწვერვალი გახლავთუშუალოდ მის სამხრეთ-დასავლეთით არის აქტიური ვულკანი ტუპუნგატიტორომელიც ბოლოს ამოიფრქვა 1987 წელს.

სხვა არსებული მყინვარების მსგავსად, ტუპუნგატოსაც იგივე საფრთხე ემუქრება. 


რა მოხდება თუ მყინვარები მთლიანად დადნება?

მყინვარები მთელ პლანეტაზე მტკნარი წყლის უდიდესს რეზერვებს ფლობენ. ეს განსაკუთრებით ეხება მთის მყინვარებს, რომლებსაც ასევე კულტურული დანიშნულება აქვთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დედამიწის წყლის მარაგის მხოლოდ 2,5% არის მტკნარი წყალი და ამ მცირე წილის 2/3 მეტი მყინვარული ყინულისგან მიიღება. ტუპუნგატოს წყლით მილიონობით ადამიანი ცხოვრობსთუ მისი მყინვარები საბოლოოდ დადნებატუპუნგატოს ახლო-მდებარე ტერიტორია საცხოვრებლად აღარ ივარგებსქვეყანას მთლიანობაში მნიშვნელოვანი წყლის რესურსი მოაკლდება.

ტუპუნგატო ასევე სატურისტო ცენტრია, სადაც განვითარებულია მეღვინეობა, ალპინიზმი. მის უახლოვეს ტერიტორიაზე არსებობს უამრავი რესტორანი და სხვადასხვა დაწესებულებები. მისი დნობა ტურიზმის დარგს მკვეთრად ჩაახშობს.


მნიშვნელოვანია რომ სასწრაფოდ შევაჩეროთ მყინვარების სწრაფი დნობა. მათი განადგურება არამარტო წყლის ნაკლებობას გამოიწვევს, არამედ ასევე გაზრდის ზღვის დონეს კატასტროფულად. თუ არ მოვაგვარეთ ეს სიტუაცია თავის დროზე, დასალევი წყალი საერთოდ აღარ იარსებებს და არამარტო მოსახლეობა, არამედ სხვა ცხოველები, მცენარეევი და მწერები დაიღუპებიან. დედამიწა მთლიანობაში გახდება სასიცოცხლოდ უვარგისი.


Comments

  1. ძალიან ძალიან მადლიერი ვარ ეს რომ არა უეჭველი თავს მოვიკლავდი მართლა გადამარჩინე ვერანაირად ვერ მოვასწრებდი ამას ჩემით<3

    ReplyDelete
  2. ეხლა მაქვს დავალებად ბლოგის ამ თემაზე გაკეთებაა))

    ReplyDelete

Post a Comment